03:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-29 17:57:46, 1471 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე - მზად ვართ, „ქართული ოცნება“, რომელიც კორონავირუსად იქცა, ქვეყნის მართვას მოვაშოროთ

„ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც საქართველოს კორონავირუსად იქცა, ქვეყნის მართვას მოვაშოროთ“, - ამის შესახებ  „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციები 4 თებერვლიდან განახლდება.

„ოპოზიცია ერთიანია ამ საკითხში,ჩვენ 4-ში ვიკრიბებით პარლამენტთან, სადაც გვექნება მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. თუ  „ქართული ოცნება“ შეეცდება ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, ესეც მინდა აბსოლუტურად ღიად ვთქვა, რომ ჩვენ მზად ვართ, „ქართული ოცნება“, რომელიც საქართველოს კორონავირუსად იქცა, მოვაშოროთ ქვეყნის მართვას. მივმართავ  „ქართულ ოცნებას“ - დროულად მოეგეთ გონს, მთელი  საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს იმ პოზიციებს, რაც ოპოზიციას აქვს, რაც საზოგადოებას აქვს“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics