|
2020-01-28 15:21:13, 1818 ნახვა
კომენტარი
მაჩალიკაშვილი პროკურატურის გადაწყვეტილებაზე - იყო ოდესმე გამოძიება დაწყებული?
„იყო ოდესმე გამოძიება დაწყებული? - არა“, - ასე გამოეხმაურა სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პანკისის სპეცოპერაციის საქმე დაიხურა. როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ის ელოდა ასეთ გადაწყვეტილებას, რადგან პროკურატურა ორი წლის განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილის დადანაშაულებას ცდილობდა. „ორი წლის განმავლობაში სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ ყოველთვის იყო მცდელობა ,რომ დაედანაშულებინათ თემირლან მაჩალიკაშვილი. მაგრამ როგორც ასეთი ეს არ გამოსდიოდათ .იმისთვის ყველაფერს აკეთებდნენ,რომ საზოგადოებას დაენახა ,რომ თემირლანი იყო დამნაშავე და ისინი მოიქცნენ სწორად.სანამ საუბარს დავიწყებდი ერთი კითხვა მაქვს,იყო ოდესმე გამოძიება დაწყებული?არა,გამოძიება არც დაწყებული იყო და არც ესაჭიროებოდა გამოძიება. ვიყავით ორი რაღაცის წინაშე ,მათ უნდა გაემართლებინათ თავის საქციელი,მე უნდა მებრძოლა იმისთვის, რომ დამემტკიცებინა,რომ ისინი ძალიან მწარედ იტყუებიან და ძალიან მწარედ შეჰყავთ საზოგადოება ტყუილში.მე ამას ველოდი,ამიტომ მე არასდროს არ მქონდა იმისი შეგრძნება, რომ რამე ახალს იტყოდნენ.დღეს შეწყდა გამოძიება,მაგრამ ახალი რა ითქვა?ეს ყველაფერი არის აბსურდი“,-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. ცნობისთვის, პროკურატურამ პანკისის ხეობში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. ამის შესახებ, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)