03:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-28 13:21:58, 1291 ნახვა

კომენტარი
სახელმწიფო ინსპექტორი - დადგინა, რომ „მწვანე სკოლის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსის, ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, „მწვანე სკოლის“ ყოფილი მოსწავლის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდ სკოლის მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას.

როგორც ლონდა თოლორაიამ განაცხადა, გამოძიების ფარგლებში ხელმეორედ დაიკითხა ლუკა სირაძის მშობელი.

„ამ ეტაპზე მშობელი დაკითხულია ხელმეორედ. მეტ ახალ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ. ძალიან მალე ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები და წინასწარი გამოძიება ამოიწურება. გამოძიების დასრულების შემდეგ უფრო მეტ დეტალზე ვისაუბრებ. რაც შეეხება „მწვანე სკოლის“ მხრიდან პერსონალური მონაცემების დარღვევას, ჩვენ ეს ფაქტი შევისწავლეთ და დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას. ეს გადაწყვეტილება მათთვის უკვე არის ცნობილი“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics