|
2020-01-17 17:41:57, 3376 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: მივიღეთ ახალი კანონი სოციალური მუშაობის შესახებ და სოციალურ მუშაკებს 2020 წლის 1 იანვრიდან ხელფასი გაეზარდათ
„ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას, რომ გაიზარდოს სოციალურ მუშაკთა ანაზღაურება, გაუმჯობესდეს მათი სამუშაო პირობები და ეს პროფესია გახდეს კიდევ უფრო დაფასებული",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ მუშაკებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, 200-მდე სოციალურ მუშაკთან შეხვედრა გაიმართა. არჩილ თალაკვაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფო კილაძესთან და იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან ერთად, ორასამდე სოციალურ მუშაკს სპეციალური ტრენინგკურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ სიტყვითაც მიმართა და სოციალური მუშაკის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა სოციალური მუშაობის შესახებ მიღებულ კანონზეც, რომელმაც მუშაკებს მეტი დამოუკიდებლობა და შესაძლებლობები შეუქმნა. „საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა და მიიღო ახალი კანონი სოციალური მუშაობის შესახებ, რის შედეგადაც თქვენი საქმე და ფუნქციები უფრო მკაფიოდ განისაზღვრა და მოგეცათ მეტი დამოუკიდებლობა, მეტი გარანტიები დ შესაძლებლობა იმისთვის, რომ შეასრულოთ თქვენი საქმე, რასაც სოციალური სამუშაო და სოციალური მუშაკის ფუნქცია ჰქვია, ასევე 2020 წლის 1 იანვრიდან გაიზარდა თქვენი ანაზღაურება და ის მინიმუმ 1200 ლარს შეადგენს",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული 2020 წლის ბიუჯეტი სოციალურ პასუხისმგებლობებსა და ეკონომიკურ განვითარებაზე უფრო მეტადაა ორიენტირებული და შესაბამისად, მასში გათვალისწინებულია სოციალური მუშაკების მნიშვნელოვანი საქმიანობაც. არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს პარლამენტის სახელით, სოციალურ მუშაკებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გაგრძელდება მუშაობა მათი ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის. მისი შეფასებით, წლების განმავლობაში, სოციალური მუშაკების ანაზღაურება არ იყო იმ შრომის ადეკვატური, რომელსაც ისინი ასრულებდნენ. "ბევრი ადამიანი, ვისაც აქვს სპეციალური საჭიროებები, ასევე ბავშვები, ხანდაზმულები, წამალდამოკიდებული პირები, ადამიანები, ძალადობის მსხვერპლები და მოქალაქეები ვინც ჯერ კიდევ სიღარიბეში რჩებიან თქვენს დახმარებას და მომსახურებას ძალიან საჭიროებენ და მჯერა ამ მისიას წარმატებით შეასრულებთ მომავალშიც. ხშირად თქვენ ხართ პირველები, ვინც ამ ადამიანებთან მიდიხართ და ეხმარებით. ძალიან ბევრ თქვენგანს პირადად ვიცნობ და კარგად მახსოვს წლების განმავლობაში რამდენ ადამიანს დაეხმარეთ,",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ, სოციალურ მუშაკთა საქმიანობის ეფექტურობის გასაზრდელად, პროფესიული განვითარების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და დაადასტურა, რომ ამ კუთხით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდება.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)