06:08 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-28 13:52:32, 2617 ნახვა

კომენტარი
თურნავა: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება არის საუკეთესო პასუხი მათთვის, ვინ უმოქმედობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას

„რეგიონში ვიმყოფებოდი საწარმოების გახსნაზე, როდესაც ეს სასიხარულო ამბავი შევიტყვე, ამიტომ  არ შემეძლო აქ არ მოვსულიყავი და პირადად არ მენახა ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი. მსურს სრულიად საქართველოს  მივულოცო მისი გათავისუფლება" - ამის შესახებ ნათია თურნავამ უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გორში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მისი დატყვევების პირველივე დღიდან ჩვენი ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეს დღე მალე დამდგარიყო. მიუხედავად სირთულეებისა, დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული, რაც, საბოლოო ჯამში, დაგვირგვინდა წარმატებით. ეს არის საუკეთესო პასუხი ზოგიერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანისთვის, რომელიც უმოქმედობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას. შედეგი სახეზეა - ბატონი ვაჟა თავისუფალია და ის ახალ წელს შეხვდება ოჯახთან ერთად" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, პროცესი, რა თქმა უნდა იყო რთული, როდესაც საქმე გვაქვს საოკუპაციო რეჟიმთან, მაგრამ ეს სირთულეები წარმატებით გვაქვს გადალახული. „მნიშვნელოვანი იყო ჩვენი უცხოელი პარტნიორების, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა - ყველა გვერდით დაგვიდგა,  თუმცა ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან კოორდინირებულად და ეფექტიანად იმუშავა ხელისუფლებამ და ყველაფერი გაკეთდა ისე, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესები იყო დაცული" - განაცხადა მინისტრმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics