15:42 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-25 12:39:57, 508 ნახვა

პოლიტიკა
ელმარ ბროკი: საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა

საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მიღწევები დემოკრატიული განვითარების პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლო სისტემის რეფორმა და ევროკავშირთან ურთიერთობა შეხვედრის მთავარი თემები იყო. ელმარ ბროკი ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს დადებითად აფასებს.

მთავრობის მეთაურმა დელეგაციას საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის უმაღლეს დონეზე მიუთითებს.

მხარეებმა წარმატებულად და ნაყოფიერად შეაფასეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში, რომელიც მიმდინარე კვირას შედგა.

შეხვედრაზე საუბარი საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, ევროპული არჩევანისა და პერსპექტივისადმი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა, რომ ასოცირების შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics