|
2019-12-24 10:59:58, 1152 ნახვა
კომენტარი
ადამ ერელი - საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკული და დემოკრატიული სახელმწიფოა აღმოსავლეთ ევროპაში
,,საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკული და დემოკრატიული სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში“, - ამის შესახებ ამერიკელი დიპლომატი ჯ. ადამ ერელი ,, ვაშინგტონ თაიმსთან“ საუბრობს. სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოს - დასავლური ინტერესებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან გეოგრაფიულ არეში არსებითი დასაყრდენის მხარდაჭერა დღესაც ურყევია და რომ როგორც კავკასიისა და ცენტრალური აზიის კარიბჭე, საქართველო სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია ,,1 წელიწადზე ნაკლები დარჩა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე. ქართველი ხალხი, რომელიც დგას მუდმივი რუსული საფრთხის და აგრესიის წინაშე, დღითიდღე განამტკიცებს თავის დასავლურ ვექტორს, ახორციელებს ეკონომიკური ზრდისკენ მიმართულ სტრატეგიებს და აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. აშშ-ის მხრიდან საქართველოს - დასავლური ინტერესებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან გეოგრაფიულ არეში არსებითი დასაყრდენის მხარდაჭერა დღესაც ურყევია. როგორც კავკასიისა და ცენტრალური აზიის კარიბჭე, საქართველო სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანას, რომელსაც ჩრდილოეთით რუსეთი, დასავლეთით შავი ზღვა და სამხრეთითა და აღმოსავლეთით თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი ესაზღვრება, მნიშვნელოვან ტერიტორიებს ფლობს. აკავშირებს რა ერთმანეთთან კასპიის, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებს, საქართველოს რამდენიმე პორტი შავიზღვისპირეთში წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანსპორტო მაკავშირებელს ევრაზიასა და ატლანტიკურ ოკეანეს შორის. საქართველო მდებარეობს კასპიის ზღვის რეგიონიდან დასავლეთისკენ მიმავალი ენერგეტიკული ნაკადების შუაგულში. ახალი აბრეშუმის გზის და აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო დერეფნების ცენტრში მდებარეობის წყალობით, საქართველო იქცა სუპერსახელმწიფოების კონკურენციის ეპიცენტრად. გარდა ამისა, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკული და დემოკრატიული სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში. ქვეყანაში 2012 წლის არჩევნების შედეგად, მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა. მას შემდეგ საქართველოში ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. საქართველოს მაღალი პოზიციები უკავია პრაქტიკულად ყველა ინდექსში გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, პოლიტიკური პარტიების განვითარების და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით”,- ამბობს ადამ ერელი.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)