06:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-23 16:18:03, 1755 ნახვა

კომენტარი
მამა ანდრია სარია: პრეზიდენტმა იცის საპატრიარქოს დამოკიდებულება მამა გიორგისადმი, ამიტომაც დეკანოზს არ იწყალებს

„პრეზიდენტმა იცის საპატრიარქოს დამოკიდებულება მამა გიორგისადმი, ამიტომაც არ იწყალებს დეკანოზს“,- ამის შესახებ მღვდელმონაზონმა, მამა ანდრია სარიამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპატრიარქო მამა გიორგის დამნაშავედ მიიჩნევს და არ სურს მისი შეწყალება.

"არაოფიციალური განწყობა, მანამდე ოფიციალური განწყობა, მამა გიორგისადმი შეწყალების სურვილი იყო 0. შესაბამისად, დღესაც, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას აკეთებს, მე ვფიქრობ მან იცის საპატრიარქოს შიდა დამოკიდებულება მამა გიორგისადმი, რომ მას მიიჩნევენ დამნაშავედ, მას მიიჩნევენ კანონიერად დასჯილად. შესაბამისად, მათი მონდომება არის ძალიან სუსტი. არ აქვთ სურვილი მამა გიორგის შეწყალებისა,"- განაცხადა მამა ანდრია სარიამ.

შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი მამალაძე 20017 წლის 5 სექტემბერს დააკავეს, მას ბრალად პატრიარქ ილია II-ის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილი მკვლელობის მომზადება ედებოდა. დეკანოზს სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.  

ცნობისთვის, საპატრიარქომ პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა იგი ამ დრომდე არ შეუწყალებიათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics