|
2019-12-21 10:29:56, 2293 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: წყალტუბოს განვითარების გეგმის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში დაახლოებით 20 000 ადამიანი დასაქმდება
„როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, არ შემიძლია არ გამოვყო კიდევ ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი, რომელიც წყალტუბოში განხორციელდება და რომელიც შესაძლებელი გახდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ინიციატივის შედეგად. ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში წყალტუბო დაიბრუნებს საერთაშორისო კურორტის სტატუსს, იქცევა საერთაშორისო ტურისტულ ცენტრად, მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს იმერეთისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას" - განაცხადა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, რომელიც „მინისტრის საათის" ფორმატში გაიმართა. ნათია თურნავას შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სანატორიუმების რეაბილიტაციის პროცესში მინიმუმ 8000 ადამიანი დასაქმდება, მათი აღდგენის შემდეგ კი 600 000 – 800 000 ტურისტის მიღება იქნება შესაძლებელი. საბოლოო ჯამში, რეგიონში დაახლოებით 20 000 ადამიანი დასაქმდება, რაც მთელი იმერეთის და ქვეყნის დასავლეთ ნაწილის ეკონომიკურ აღმავლობას. „ეს პროექტი იქნება ერთგვარი სინერგია სახელმწიფოს, ქველმოქმედსა და კერძო ბიზნესს შორის. სახელმწიფო წყალტუბოს განვითარების პროექტის ფარგლებში რამდენიმე ძირითად ფუნქციას აიღებს საკუთარ თავზე, ესენია: კურორტის განვითარების გენერალური გეგმის შექმნა, საჯარო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება, ადგილზე მცხოვრები დევნილების ღირსეული განსახლება, კურორტის ერთიანი ადმინისტრირება, წყალტუბოს მარკეტინგის ხელშეწყობა და ადგილზე არსებული სამკურნალო წყლის მართვის უზრუნველყოფა" - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრმა დეპუტატებს ასევე მოახსენა, რომ მთავრობაში მიმდინარეობს ამ პროექტის გეგმაზომიერი განვითარების საჯარო პროცესი, ამჟამად ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს გენგეგმაზე და უახლოეს თვეებში, უკვე შესაძლებელი იქნება ამ ერთიანი გეგმის ფარგლებში საჯარო კონკურენტული გზით სანატორიუმების შეთავაზება ინვესტორებისთვის, რომ მათ განახორციელონ ინვესტიციები და დაასაქმონ ადამიანები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)