|
2019-12-21 10:23:20, 2173 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყოს ექსპორტი და ინვესტიციები
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, იყო ექსპორტი და ინვესტიციები. მისი განცხადებით, სამინისტროს ამოცანაა, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ექსპორტთან ერთად იყოს ინვესტიციების ზრდა. „ზოგადად ინვესტიციების და მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა წლიდან წლამდე არაერთგვაროვანია და ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში დიდად არის დამოკიდებული ცალკეული მსხვილი პროექტის დაწყება-დასრულების ვადებზე. აქედან გამომდინარე, სწორია, თუ ინვესტიციების დინამიკას საშუალოვადიან პერიოდში შევხედავთ. ბოლო 7-წლიან პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო მაჩვენებელი 35%-ით არის გაზრდილი წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მშპ-თან მიმართებაში რეგიონის ქვეყნებს შორის - ეს არის 7%-ზე მეტი, რაც 3-ჯერ მაღალია ჩვენი რეგიონის და აღმოსავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებთან შედარებით" - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, ეს არ არის საკმარისი და არ იძლევა თვითკმაყოფილების საფუძველს, რადგან ქვეყანას მეტი უცხოური და ქართული, ახალი ინვესტიცია გვჭირდება მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად. „ამ თვალსაზრისით, იმედის მომცემია მიმდინარე წლის მე-3 კვარტლის შედეგები, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 14%-ით გაიზარდა და მომავალ წელსაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ეს დადებითი ტენდენცია, მათ შორის რეინვესტიციის კომპონენტში გაგრძელდეს" - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)