|
2019-12-20 16:58:02, 4329 ნახვა
სამხედრო
ღარიბაშვილი: სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებისთვის 100 დღის ანგარიშის წარდგენისას თავდაცვის სამინისტროს ახალ საბინაო პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, სამხედროებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვისა და მოტივაციის ამაღლების თვალსაზრისით, მათი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. „ჩვენ განვაახლეთ აღნიშნული პოლიტიკა და შევეცადეთ არსებული პროექტის მოდიფიცირებას, გაუმჯობესებას. პროგრამა არსებითად უფრო ხელმისაწვდომი გავხადეთ ჯარისკაცებისთვის. კერძოდ, თუ ძველი პროექტით მათ უწევდათ ღირებულების 60%-ის გადახდა, ახალი პირობებით იმოქმედებს 50%-იანი თანამონაწილეობის პრინციპი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. კერძო კომპანიის ნაცვლად, მშენებლობის პროცესში თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია ჩაერთვება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს თვითღირებულების ოდენობას. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს შესაძლებლობა ექნებათ, საბანკო გარანტიების ნაცვლად, შიდა უპროცენტო განვადებით ისარგებლონ. წინასწარი გათვლით, საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება იქნება 200 აშშ დოლარი. ამ პროექტით სამხედროებს შესაძლებლობა ექნებათ კვადრატული მეტრი, დახლოებით, 100 აშშ დოლარის ფარგლებში შეისყიდონ. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე პროექტი ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს შეეხება და ოფიცრები და სერჟანტები უპრეცედენტო შეთავაზებას მაქსიმალურად სამართლიანი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ოფიცრები და სერჟანტები ამ შეთავაზებით ისარგებლებენ მრავალი წლის განმავლობაში. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, ეს იქნება მრავალწლიანი პროექტი, რომელიც დამტკიცდება მინისტრის ბრძანების შესაბამისად და გახდება შეუქცევადი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა და გუნდი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ვალდებულებების შესრულებას, მიუხედავად იმისა, თუ როდის არის ეს ვალდებულება აღებული და, შესაბამისად, 2007 წელს დადებული კონტრაქტით აღებული ვალდებულებები 2020 წელს სრულად შესრულდება.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)