|
2019-12-19 14:19:09, 1535 ნახვა
კომენტარი
გამომძიებლის ადვოკატი - ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს, უჭირს მეტყველება და დოკუმენტზე ხელის მოწერაც ვერ შეძლო
„ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბრალდებულმა ვერ შეძლო დოკუმენტისთვის ხელი მოეწერა, რისთვისაც გარეშე პირის მოწვევა დაგვჭირდა“, - ამის შესახებ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და ემოციურ ფონზე მეტყველება უჭირს. „პირველ რიგში, მინდა გარდაცვლილის ოჯახს მივუსამძიმრო და მწუხარება გამოვთქვა იმის გამო, რაც ძალიან დიდი ტრაგედიაა. ვუსამძიმრებ მთლიან საზოგადოებას, თუმცა ვფიქრობ, ყველას თავისი სახელი უნდა დაერქვას. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დღეს წარედგინა ბრალი მარიანა ჩოლოიანს, სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლიდან გამომდინარე. ბრალის წარდგენის სიტუაცია იყო შემდეგი, ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს დაკავებულს დღეის მდგომარეობით. ფაქტიურად დაგვჭირდა გარეშე პირის მოწვევა იმისათვის, რომ ბრალის ფორმულირებას გაცნობოდა ჩვენთან, ადვოკატებთან ერთად. ქალბატონი მარიანას ვერბალური და ჟესტიკულაციის გამოხატულებით თუ ვიმსჯელებთ, ზუსტი და მყარი კომუნიკაცია ვერ შედგა. შესაბამისად, ვერბალური ურთიერთობა, რომელიც დამყარდა ფაქტიურად, ბრალს არ აღიარებს, რა თქმა უნდა, მარიანა ჩოლოიანი. რეალურად, ძალიან მძიმე ემოციური ფონია და უჭირს მეტყველება. თუ რა დიაგნოზი აქვს მარიამს, დაცვის მხარე გამოითხოვს წერილობით ინფორმაციას მისი სამედიცინო ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც თქვენთვის იქნება ხელმისაწვდომი. დღეის მდგომარეობით საქმეში დევს გარდაცვლილი ბავშვის დედის გამოკითხვის ოქმი, რომელიც რეალურად არის. არსებული დოკუმენტაცია, რომელიც რამდენიმე ხნის უკან გადმოგვეცა, დასტურდება მხოლოდ ერთი გარემოება, რომ საქმეში დევს ერთადერთი პირდაპირი ჩვენება. სხვა პირდაპირი მტკიცებულება ამ ეტაპზე საქმეში არ მოიპოვება. ვაპირებთ რომ რამდენიმე საათის შემდგომ, მას შემდეგ რაც კიდევ უფრო სრულყოფილად გავეცნობით ამ საქმის დეტალებს, მედიასთან გავმართოთ კომუნიკაცია, რათა დეტალურად მოგაწოდოთ ინფორაციაკონკრეტულ შემთხვევაში ამბავი არის ის, რომ სამწუხაროდ, დაგვჭირდა გარეშე პირის მოწვევა. სამართლებრივად რომ ავხსნათ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბრალდებულმა ვერ შეძლო ხელი მოეწერა დოკუმენტზე, ამ შემთხვევაში საჭირო გახდა პირის მოწვევა“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. სწორედ გამომძიებლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს და გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დააკავეს.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)