07:27 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-17 16:06:43, 2123 ნახვა

კომენტარი
ბექა დავითულიანი ოპოზიციას: ჯერ თქვენ გაგყრით და მერე მოგაყოლებთ ერეკლე კუხიანიძეს

„ამ შენობიდან ჯერ თქვენ გაგყრით და მერე მოგაყოლებთ ერეკლე კუხიანიძეს“, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ხატია დეკანოიძეს და ელენე ხოშტარიას, რომლებიც საკრებულოში ერეკლე კუხიანიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ.

როგორც დავითულიანი ამბობს, საკრებულო ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ეს სპექტაკლი დასრულდება.

„რატომ არ მობრძანდით? აქედან გინდათ ხომ ულტიმატუმის წამოყენება? რატომ არ მოხვედით? წამობრძანდით ოთახში. ამ შენობიდან ჯერ თქვენ გაგყრით და მერე მოგაყოლებთ ერეკლე კუხიანიძეს. სანამ თქვენ არ გაგყრით ეს არ მოხდება. თქვენ არავის მოგახსნევინებთ, ჩვენ მოვხსნით. ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით საკრებულოს უმრავლესობა მას შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც ეს სპექტაკლი დასრულდება“, - ამბობს ბექა დავითულიანი.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ, რამდენიმე დღის წინ, თავისივე სოციალური ქსელის საშუალებით  ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მათ პროვოკატორები უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics