|
2019-12-14 13:11:42, 1382 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლებას ღონისძიებაზე ძალით არავინ მოუყვანია
„ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი არის ჩვენი ხალხის გადაწყვეტილება, როგორ შეიძლება ასეთ ღონისძიებაზე ვიღაცა ხელისუფლებას ძალით მოჰყავდეს?“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გარკვეული მედიასაშუალებები „ფეიკნიუსებს“ ავრცელებენ, თითქოს მმართველი გუნდი მოქალაქეებზე ზეწოლას ახდენს. „არის მცდელობები ზოგიერთი მედიის მხრიდანაც რომ „ფეიკნიუსი“ გააკეთონ, თითქოს ჩვენ ვიღაცას ვაძალებთ, შეუერთდნენ აქციას. ვისაც სჯერა, რომ საქართველოში „ქართულ ოცნებას“ 100 ათასი, 200 ათასი და ბევრად მეტი მხარდამჭერი არ ჰყავს, ამ ადამიანებს ჩვენ ვერ გადავარწმუნებთ, მაგრამ სამაგიეროდ, აქ ვინც მოვა დღეს ის ხალხი დარწმუნებულია, რომ საქართველოს აქვს ევროპული მომავალი. მესმის, რომ ოპოზიცია დღეს საღამოს ძალიან ცუდ ხასიათზე შეიძლება დადგეს, როდესაც ნახავენ ამ მასშტაბურ აქციას, მაგრამ ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჩვენ მალე აუცილებლად დავიკავებთ ღირსეულ ადგილს ევროპაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ დაგეგმილ ღონისძიებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეს თავისუფლების მოედანზე ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის თარიღს, ასევე საბჭოს თავმჯდომარეობას აღნიშნავენ, რაც ქვეყნისთვის ახალი შესაძლებლობაა. „დღეს ჩვენი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე იწვევს და კრებს ყველა თავის მხარდამჭერს, ყველა მოქალაქეს, ვისაც აქვს სურვილი რომ შემოგვიერთდეს. ჩვენ ერთად ავღნიშნავთ ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის თარიღს და ასევე იმ ფაქტს, რომ საქართველომ გადმოიბარა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, რაც ჩვენთვის არის ახალი შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო აქტიურად დავაყენოთ ჩვენი დღის წესრიგი ევროპის საბჭოში და ასევე თვითონ იმ მნიშვნელოვან თემებს, რაც ევროპის საბჭოს პრიორიტეტია, ჩვენი ძალა შევძინოთ. დიდი ღონისძიება იქნება დღეს. 100 ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე, მეტიც შეიკრიბება აქ, ამ მოედანზე და ჩვენ ვაჩვენებთ ერთმანეთს, რომ საქართველოს ჰქონდა ევროპული წარსული, დღეს ასევე არის ევროპულ აწმყოში და ვახორციელებთ რეფორმებს, რათა ჩვენი მომავალიც იყოს ევროპული, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ევროსაბჭოში კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით წარსდგეს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან ოპოზიციის მიერ გამართული აქციებიც შეაფასა და განაცხადა, რომ მათი ქმედებები ევროპულ კულტურასა და ტრადიციებთან თავსებადი არ არის. „რაც შეეხება ოპოზიციას, აქ ახლოს იყო რამდენიმე კვირის წინ შეკრებილი ოპოზიცია. ჩვენ ვნახეთ ყველამ რა იყო მათი მოთხოვნები, ისიც ვნახეთ, რომ მათ სცადეს ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე, რაც არანაირად არ ჯდება ევროპულ კულტურაში, ტრადიციებსა და ევროპულ პოლიტიკაში. ვნახეთ ასევე მათი მხრიდან ქიმიური ნივთიერების გამოყენება პარლამენტში, რაც ასევე შორს არის ევროპული ღირებულებებისგან. თუმცა არაუშავს, საქართველო ამ გზას გაივლის“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)