|
2019-12-12 16:39:25, 2404 ნახვა
რეგიონი
მასტერკლასიდან დაბრუნებულ ანსამბ „ფესვებს“ შუახევის მერი შეხვდა
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი წლებია წარმატებით თანამშრომლობს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიასთან, რის შედეგად არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. 6-7-8 დეკემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ჩატარდა აჭარული ხალხური ცეკვის მასტერკლასი, რომელშიც მონაწილეობდა შუახევის ანსამბლი ,,ფესვები“. სამდღიანი მასტერკლასი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას. მასტერკლასმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა და მაღალი შეფასება დაიმსახურა კომპეტენტური ორგანიზაციებისა და პროფესიონალებისგან.
ანსამბლის წევრები მასტერკლასის წარმატებით ჩატარებისთვის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა. წარმატებული პროექტის ხელშეწყობისთვის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისგან სამადლობელი წერილი მიიღო მუნიციპალიტეტის მერმა. დღეს, ანსამბლ ,,ფესვების” წევრებს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე შეხვდა და აჭარული ცეკვის მასტერკლასში წარმატებული მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა, მომავალში თანადგომას და მხარდაჭერას დაჰპირდა. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და შუახევის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ფუნქციონირებს შუახევის სალოტბარო სკოლა, რომელშიც ადგილობრივი ახალგაზრდები უფასოდ ეუფლებიან ქართულ გალობას და სიმღერას, რაც უდიდესი საქმეა ადგილობრივი მდიდარი ტრადიციების შენარჩუნებისა და მომავალი თაობებისათვის გადასაცემად.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)