06:23 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-10 18:06:08, 1672 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის  მოადგილემ  ბესარიონ  სიმონიშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართეს.

შეხვედრებზე იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამები გააცნეს, მათი პრობლემები მოისმინეს და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის  მოადგილესა და ზუგდიდს მერთან ერთად, ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებიც მოინახულა.

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე,  8 კორპუსი შენდება, სადაც ბინას, ჯამში,  960 დევნილი ოჯახი მიიღებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics