08:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-05 12:58:38, 1706 ნახვა

კომენტარი
მამა ანდრია ჯაღმაიძე ათონელ ბერზე: საპატრიარქო ჯერ სამართალდამცველი ორგანოების დასკვნას დაელოდება

„საპატრიარქო  ჯერ დაელოდება სამართალდამცველი ორგანოების დასკვნას“, - ამის შესახებ  საპატრიარქოს პრეს-მდივანმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საპატრიარქოს არ აქვს იმის საშუალება, რომ მომხდარზე წინასწარი გამოძიება აწარმოოს.

„მე ვიცოდი ზუგდიდის შემთხვევაზე, სახელი და გვარიც კი არ ვიცოდი. ვიცოდი, რომ სასულიერო პირის მამა იყო დაკავებული. გავრცელდა არასწორი ინფორმაცია თითქოს სასულიერო პირი დააკავეს, რომელიც შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო. სინამდვილე იყო ის, რომ არა სასულიერო პირი, არამედ მისი მამა იყო დაკავებული, რომელმაც ამანათი მიიღო, სადაც აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება. საპატრიარქო  ჯერ დაელოდება სამართალდამცველი ორგანოების დასკვნას. ხომ შეიძლება, ტყუილად ედავებოდნენ, ან დამნაშავე იყოს? ჩვენ არ გვაქვს საშუალება, წინასწარი გამოძიება ვაწარმოოთ“,  - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი, კიდევ ერთ პირთან ერთად, დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics