09:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 15:19:51, 1360 ნახვა

კომენტარი
ხუნდაძე - პარლამენტში მყოფი ექიმების ხელმძღვანელობით შევქმნათ ჯგუფები და საზღვრისპირა სოფლებში ჩავიდეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

„მე მინდა ვისაუბრო ჩემი, ჩვენი, ექიმების, კოლეგის, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის დატყვევებასთან დაკავშირებით. მინდა ყველას ვუთხრა, ექიმობა არის ის პროფესია, როდესაც ფიცი იდება არა პარტიული ხაზით, არა ეთნიკური ნიშნით და სხვა განზომილებით, არამედ იმისთვის, რომ ის, ყველაფერს გაიღებს იმისათვის, რომ პაციენტის სიცოცხლე არ დადგეს რისკის ქვეშ და აქ ეკლიანი მავთულის გავლება აბსოლუტურად მიუღებელია, რამეთუ ექიმები საზღვრების გარეშე ახორციელებენ და უნდა ახორციელებდნენ თავის საქმიანობას და მით უმეტეს, როდესაც ექიმი, რომელსაც არაერთი სიცოცხლე გადაურჩენია, გადაურჩენია არაერთი ქართველი, აფხაზი, ოსი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძემ ინიციატივაც გააჟღერა და კოლეგებს პარლამენტში მყოფი ექიმების ხელმძღვანელობით ბრიგადების შექმნისა და საზღვრისპირა სოფლებში გასვლისკენ მოუწოდა.

„ჩვენ, ექიმები პარლამენტში საკმაოდ ბევრნი ვართ. გთავაზობთ, პარლამენტში მყოფი ექიმების ხელმძღვანელობით შევქმნათ ბრიგადები და ჩავიდეთ იქ. გავთავისუფლდეთ ყოველგვარი პირადული, ეთნიკური, პოლიტიკური პასუხისმგებლობისაგან და ავიღოთ მხოლოდ ერთი პასუხისმგებლობა. ექიმსა და პაციენტს შორის ეკლიანი მავთული ვერასოდეს გაივლება, რამეთუ ის იქნება რყევადი და ამ საზღვარს ვერასდროს შეინარჩუნებს",-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics