|
2019-11-25 17:03:57, 1730 ნახვა
კომენტარი
კანდელაკი: ევროპარლამენტში ოთხშაბათს დებატები გაიმართება და ვნახოთ, როგორ შეხვდებიან „ოცნების“ თავხედურ გადაწყვეტილებას
„ოთხშაბათს, ევროპარლამენტში საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ დებატები გაიმართება და ვნახოთ, როგორი „ტაშისკვრით“ შეხვდებიან ევროპელი მეგობრები, „ქართული ოცნების“ თავხედურ და კონფრონტაციულ გადაწყვეტილებას“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივნ კახა კალაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ „პროპორციული არჩევნების თემა დახურულია“. კანდელაკის თქმით, დიდი ალბათობით, დეკემბერში ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას მიიღებს. „ოთხშაბათს ევროპარლამენტში გაიმართება დებატები, რომლის მთავარი თემაც იქნება საქართველოში არსებული სიტუაცია. დებატებს ფორმალურად ჰქვია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული სიტუაცია, მაგრამ დიდი ნაწილი მიეძღვნება სწორედ საქართველოს ამბებს. ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება არის კონფრონტაციაში შესვლა არა მხოლოდ ჩვენს საზოგადოებასთან, არამედ საქართველოს მეგობრებთანაც, რადგან პროპორციული არჩევნების უარყოფის შემდეგ იყო მთელი წყება, უაღრესად კრიტიკული განცხადებებისა. შეგახსენებთ, იყო აშშ-სა და ევროკავშირის ერთობლივი განცხადება, იყო ძალიან მწვავე განცხადებები აშშ-ს კონგრესში, ევროპარლამენტში და იყო ძალიან ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნები, რომ შედგეს შეთანხმება, კომპრომისი და "გავრილოვის ღამის" შემდეგ დადებული პირობა შესრულდეს. ვნახოთ ოთხშაბათს როგორი განცხადებები იქნება, როგორ "ტაშისკვრით" შეხვდებიან საქართველოს მეგობრები, ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უფლებებისთვის, სუვერენიტეტისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, თუნდაც აგერ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის, რას ფიქრობენ ისინი დღევანდელ ასეთ თავხედურ და კონფრონტაციულ გადაწყვეტილებაზე "ქართული ოცნებისა". გარდა ამისა, ძალიან დიდი ალბათობით დეკემბერში, ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას საქართველოს შესახებ“,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)