09:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-20 14:55:17, 2555 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი - კარების აჭედვა, ბოქლომის დადება კანონით დაცული პროტესტის ფორმები არ არის

„ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსების არასწორი მოქმედებებისა და შეცდომების გამო, პოლიციისა და სპეცრაზმის გამოყენება გახდა საჭირო“, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა 18 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა,  აზრის გამოხატვის ყველა ფორმა კანონის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს.

„აზრის გამოხატვის ყველა ფორმა და ნებისმიერი მოქმედება, თუნდაც, ძალიან გაბრაზებული პოზიციიდან, უნდა ჯდებოდეს კანონის ფარგლებში. კარების აჭედვა, ბოქლომის დადება კანონით დაცული პროტესტის ფორმები არ არის. კანონის ფარგლებში მოქმედება უნდა ვისწავლოთ.  ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსების არასწორი მოქმედებებისა და შეცდომების გამო პოლიციისა და სპეცრაზმის გამოყენება მოხდა. ეს პროცესი რამდენჯერ გავიაროთ? პოლიტიკოსებმა უნდა იმუშაონ ისე, რომ მოქალაქეებისა და სპეცრაზმის დაპირისპირება საჭირო არ იყოს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics