|
2019-11-19 16:42:31, 1488 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: რომან გოცირიძე ინტელიგენტი კაცია, არ არის მათ შორის, ვისი აზროვნებაც ბოქლომის იქით ვერ მიდის
„ბატონი რომან გოცირიძე ინტელიგენტი კაცია, არ არის მათ შორის, ვისი აზროვნებაც ბოქლომის იქით ვერ მიდის“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის დალუქვის ფაქტს. მისი თქმით, რომან გოცირიძეს ასეთი ჟესტის გაკეთება თანაპარტიელებმა სთხოვეს. „პარლამენტმა მუშაობა განაახლა. ის აგრძელებს მუშაობას ყველა იმ მნიშვნელოვან საქმესა და საკითხზე, რომლებიც საშემოდგომო სესიაზე უნდა იყოს მიღებული. მათ შორის არის მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინიციატივა, რომელიც ძალიან ბევრ მოქალაქეს აინტერესებს, არის 2020 წლის ბიუჯეტი. პროექტი, რომელშიც გათვალისწინებულია ხელფასების მნიშვნელოვანი მატება პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, პოლიციელებისთვის, ჯარისკაცებისთვის. არის გათვალისწინებული პენსიების ზრდაც, ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა. პარლამენტის საქმიანობას კანონდარღვევით და რაიმე ტიპის ბლოკირებით ხელს ვერავინ შეუშლის და ის თავის საქმიანობას ბოლომდე მიიყვანს. რაც შეეხება ბატონ რომან გოცირიძეს, ის ინტელიგენტი კაცია, არ არის მათ შორის, ვისი აზროვნებაც ბოქლომის იქით არ მიდის. როგორც ჩანს თავისმა თანაპარტიელებმა სთხოვეს, რომ ასეთი ჟესტი გაეკეთებინა, თუმცა მინდა გითხრათ, ვერავინ ჩაკეტავს პლენარულ სხდომათა დარბაზს. ის მომავალ კვირას არის და ჩვეულებრივად ჩატარდება“, - განაცხადა თალაკვაძემ. ცნობისთვის, დღეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის კარი ბოიკოტის ნიშნად დალუქა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)