|
2019-11-18 21:49:37, 1748 ნახვა
კომენტარი
იტალიის ელჩი - ოპოზიციასთან შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ მათი ქმედებები კანონის ფარგლებში უნდა დარჩეს
„ჩვენ არ ვკარნახობთ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს, რომელიც საარჩევნო სისტემა უფრო მეტად მიესადაგება ქვეყანას. ეს სუვერენული არჩევენია“, – ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩმა, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ელჩის თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად იმედგაცურებისა, ოპოზიციის ქმედებები კანონის ფარგლებს არ უნდა გაცდეს. „ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციის მოსაზრება, რომელიც პოლიტიკური ძალების ფართო სპექტრისგან არის შემდგარი. მათ გამოხატეს იმედგაცრუება იმის გამო, რომ მმართველმა ძალამ არ შეასრულა პირობა და არ აამოქმედა პროპორციული სისტემა. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებამ აღვნიშნეთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით იყო ფართო კონსენსუსი და ცხადია, ამ პროცესის შეჩერება აჩენს უნდობლობის, იმედგცარუების შეგრძნებას. ამასთან, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ოპოზიციის ქმედებები კანონის ჩარჩოებში უნდა დარჩეს“, -აღნიშნა ელჩმა. ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ ელჩებს პარლამენტთან განვითარებული მოვლენების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)