|
2019-11-16 18:47:29, 2090 ნახვა
კომენტარი
ბოკერია: კიდევ ერთი უტიფარი სიცრუეა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
„ეს არის კიდევ ერთი უტიფარი სიცრუე, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მმართველი გუნდის დღევანდელ განცხადებებს. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, გაუგებარია, რა არგუმენტების საფუძველზე აცხადებს ხელისუფლება, რომ ამ მოდელზე მსჯელობა შეუძლებელია. „გვითხრან რაში ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ის მოდელი რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ სწორედ მორგებულია ჩვენც კონსტიტუციაზე. დიახ, გერმანიაში არ არის ფიქსირებული რაოდენობა, მაგრამ ჩვენთან არის, თუ ამ დეტალს გულისხმობენ, მაგრამ ამასაც არ იძახიან. ვთხოვ ყველას, ბატონ ვოლსკის და ამ ბრძენ, დამოუკიდებელ პოლიტიკოსებს ივანიშილს რომ აუჯანყდნენ მათ შორის იმათ, კითხონ, რას გულისხმობენ კერძოდ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, გუშინ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ხელისუფლებას არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარება მოსთხოვეს. როგორც მათ განმარტეს, ეს გულისხმობს იმას, რომ მაჟორიტარები იქნებიან, მაგრამ ჯამში ყველა პარტია იმდენ ადგილს მიიღებს, რამდენ ხმასაც მოაგროვებს მთელ ქვეყანაში. დღეს გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ აღნიშნულ მოდელზე მსჯელობა შეუძლებელია, რადგან ის ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)