|
2019-11-13 13:38:16, 2800 ნახვა
რეგიონი
ღია შეხვედრების ფარგლებში, თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მოსახლეობას შეხვდა
მოსახლეობასთან ღია შეხვედრები გრძელდება. დღეს თორნიკე რიჟვაძე მწვანე კონცხის და თამარის დასახლების მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ მოსახლეობას გააცნო 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები, რომლის ფორმირებაც მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდება. შეხვედრაზე ადგილობრივებმა ძირითად საჭიროებად გზების მოასფალტება და მუნიციპალური ტრანსპორტი დაასახელეს. ,,ჩვენ ვაგრძელებთ ბათუმში ღია დიალოგის რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრებს. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია ადგილზე ვიცნობდეთ სიტუაციას. ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს, უნდა გადაიჭრას ერთობლივი ძალისხმევით, ოპერატიულად. ხალხს უნდა ქონდეს მაქსიმალური წვდომა ყველა იმ სახელმწიფო სერვისზე, რომელზეც სახელმწიფო ვალდებულია აგრძელებდეს ზრუნვას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს ქონდეს განცდა, რომ ის ბიუჯეტი, რომელიც იგეგმება, იქნება ეს მუნიციპალური თუ რესპუბლიკის ბიუჯეტი, ითვალისწინებს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომლის მოგვარებაც აუცილებელია" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მოსახლეობასთან ღია შეხვედრები აჭარაში უკვე 4 თვეზე მეტია მიმდინარეობს. მთავრობის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შეხვედრები ბათუმის და შემოერთებული ტერიტორიების მცხოვრებლებთან. დღევანდელ შეხვედრას ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ასევე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ წულაძე ესწრებოდა.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)