10:55 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 17:37:45, 3066 ნახვა

რეგიონი
ხიჭაურის მოსახლეობა მალე ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს

შუახევში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის - ხიჭაურის ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოების განხორციელება დაიწყო.

პროექტი, რომლის ღირებულება 144 910 ლარია ითვალისწინებს, ცენტრალურ გზაზე ქვეითად მოსიარულეებისთვის ბილიკის მოწყობას ქვაფენილით, ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსისა და სოფლის სახლის გარე ფასადის რეაბილიტაციას, სოფლის სახლის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას. მოეწყობა სკვერი, განთავსდება სკამები და ნაგვის დეკორატიული ურნები.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,დიოკნისი“ ასრულებს.

სამუშაოების პირველი ეტაპი, დღეს შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საკრებულოს წევრთან გურამ ზოიძესთან, ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს დავით დავითაძესთან და მერის წარმომადგენელთან ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულში მალხაზ ტაკიძესთან ერთად დაათვალიერა.

 69 899 ლარია გამოყოფილი ხიჭაურის ბაღის ეზოს კეთილმოწყობაზე. მიმდინარე სამუშაოებს შპს ,,ენერგოგზა“ ასრულებს.

პროექტით გათვალისწინებულია საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხის, ლითონის ღობის, ბეტონის ბორდიულების, ხელოვნური საფარისა და ატრაქციონების მოწყობა.

 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოეწყობა ღია სპორტული მოედანი.

 სულ ხიჭაურის ცენტრის კეთილმოწყობაზე 225,479 ლარამდე დაიხარჯება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics