|
2015-07-15 14:39:24, 663 ნახვა
ეკონომიკა
ქადაგიძე: მზად ვართ, ნებისმიერ დროს გამოვცხადდეთ პარლამენტში და აქტუალურ საკითხებზე ვისაუბროთ
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, იგი მზადაა, ნებისმიერ დროს წარსდგეს პარლამენტში ანგარიშით და ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბროს. ასე უპასუხა ქადაგიძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ არ მომხდარა პარლამენტში ეროვნული ბანკის ანგარიშის წარდგენა და რატომ ხდება ამ მიმართულებით რეგლამენტის დარღვევა. „ეს კითხვა ალბათ უფრო პარლამენტის წევრებს ეხებათ. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს გამოვცხადდეთ პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ სამმა კომიტეტმა ჩვენს ანგარიშს უარყოფითი დასკვნა მისცა და ვფიქრობ, რომ სავსებით არაობიექტურად ჩვენ პატივს ვცემთ კანონს, კონსტიტუციას და ნებისმიერ დროს, როგორც კი დაგვიძახებენ, მზად ვართ პარლამენტში მივიდეთ და ვისაუბროთ ყველა საკითხზე, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)