12:30 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 14:07:26, 1525 ნახვა

რეგიონი
ლევან დავითაშვილი: სამელიორაციო ინფრასტრუქტურაზე 2020 წელს 36 მილიონ ლარს დავხარჯავთ

„36 მილიონი ლარი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დამატებითი თანხები საირიგაციო ინფრასტრუქტურის აღდგენის და რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტი განიხილება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია სწორი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოებისთვის. 

 „2012 წლისთვის, საქართველოში გასარწყავიანებული ფართობი, დაახლოებით, 50 ათას ჰექტრამდე იყო, დღეისათვის კი, 120 ათას ჰექტარზე მეტია.  აღმოსავლეთ საქართველოში გასარწყავიანებული ფართობების რაოდენობა გავასამმაგეთ. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს,  დაახლოებით სამჯერ გაიზარდა დრენირებული ფართობების რიცხვიც. ამ მიმართულებით სახელმწიფო მუშაობას მომავალ წლებშიც გააგრძელებს. „როგორც იცით, ჩვენი პოლიტიკა ყოველთვის იყო ჩვენ ფერმერებზე ზრუნვა. აქ გასათვალისწინებელია სუბსიდირების ის ელემენტები,  რომელიც ბოლო წლებში ჩვენ შენარჩუნებული გვქონდა. ჩვენ მოსახლეობას წყალს ვაძლევთ უფრო იაფად, ვიდრე რეალურად მისი ღირებულებაა.  მოსახლეობის მხარდაჭერისთვის ეს მნიშნელოვანი ფაქტორია და 2020 წლისთვის ვინარჩუნებთ საირიგაციო ინფრასტრუქტურის მომსახურების დაფინანსებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics