23:03 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-18 15:13:23, 8383 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი GDRP-ის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) ამერიკელ ბრიგადის გენერალ ქრისტოფერ ნორთან ერთად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში განხორციელებულ საჩვენებელ სწავლებას დაესწრო.

საბრძოლო მომზადების ცენტრში GDRP-ით მომზადებას IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონი გადის. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა და ამერიკელმა გენერალმა CTC-ის ფუნქციების, ამოცანებისა და მიზნების, ასევე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა-წვრთნის (GDRP-T) შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. საინფორმაციო ბრიფინგის შემდეგ, მათ ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. 

ცენტრში გამართულ შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ევროპის სარდლობის მე-7 საარმიო კორპუსის განათლების სარდლობის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ქრისტოფერ ნორმა საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამომავლო განვითარების გეგმები განიხილეს. 

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების შესასრულებლად საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics