14:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-08 12:56:31, 5643 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა „თალიბანთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებები გააუქმა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინფორმაციით, რადიკალურ მოძრაობა „თალიბანთან“ მოლაპარაკებები ჩაიშალა, - ამის შესახებ თეთრი სახლია ლიდერი Twitter-ზე წერს.

ტრამპის განმარტებით, მოლაპარაკებების ჩაშლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაჯგუფებამ ქაბულში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.

"დღეს ავღანეთში ქვეყნის პრეზიდენტს და „თალიბანის“ ლიდერებს უნდა შევხვედროდი. შეხვედრა გასაიდუმლოებული იყო. ისინი ამერიკაში უნდა ჩამოსულიყვნენ, თუმცა მას შემდეგ რაც ყალბი ბერკეტების შესაქმნელად მათ ქაბულში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს, შეხვედრები გავაუქმე და მოლაპარაკებების პროცესი ჩავშალ. როგორ შეიძლება ამდენი ადამიანი მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ საკუთარი პოზიცია გაამყარო? მათ მოკლეს ჩვენი ძალიან კარგი ჯარისკაცი და კიდევ 11 ადამიანი. თუ ასეთი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დროს ცეცხლს ვერ წყვეტ, სავარაუდოდ, არ ხარ უფლებამოსილი შინაარსობრივი შეთანხმების შესახებ სალაპარაკოდ. კიდევ რამდენიმე წელი უნდა იომონ?“, - წერს ტრამპი.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics