|
2019-09-05 11:46:33, 5755 ნახვა
სამხედრო
ღარიბაშვილი - ბირთვულის გარდა, ყველა სახის იარაღის წარმოება უნდა დავიწყოთ
ტყვიის საწარმოს მშენებლობის შესახებ პროექტი მქონდა, რაც უნდა გავაკეთოთ და დავიწყოთ ყველა სახის იარაღის წარმოება, ბირთვულის გარდა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ტყვიის საწარმოს მშენებლობის ინიციატივით გამოდის. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მისი ოცნებაა საქართველოში სამხედრო მრეწველობის აღორძინება და განვითარება. „მე განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ წესრიგზე, დისციპლინაზე, ჯარისკაცების კვებაზე მათ აღჭურვილობაზე, მათ შეიარაღებაზე, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ვიზრუნებთ, მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, იქნება ეს ხელფასების ზრდა, ღირსეული ჯანდაცვის პაკეტი თუ დაზღვევა. ჩვენ ასევე ვიზრუნებთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. მე მუდმივად მექნება კომუნიკაცია და მუდმივ მონიტორინგს განვახორციელებ ჩვენი ბაზების. ჩვენ გვაქვს უდიდესი გამოწვევა - ეს არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. ეს რა თქმა უნდა, პირველი სახის გამოწვევაა. ამ ფონზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ჯარი იყოს ძლიერი. რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ჯარის გაძლიერება ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგაა მიმართული. არამედ ჩემი სურვილი - სამხედრო მრეწველობის განვითარება, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ყოველწლიურად მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე ათეულ მილიონს შეიძლება ხარჯავდეს, ისევე როგორც სხვა სამინისტროები, შსს თუ სხვა, თუნდაც ტყვია-წამლის შეძენაში, რაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ჩემი ჯერ კიდევ მინისტრობის და შემდეგ პრემიერ-მინისტრობის დროს, ერთ-ერთი მთავარი პროექტი მქონდა ტყვიის საწარმოს მშენებლობა საქართველოში. მე ვფიქრობ, ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ და უნდა დავიწყოთ დღესვე და რა თქმა უნდა, ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)