10:58 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 10:49:38, 491 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძის ინიატივით საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის ახალი პირობები შეიქმნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს პროგრამის "სწავლა საზღვარგარეთ" სტიპენდიანტებისთვის ახალი პირობების გაწერა დაავალა.

თორნიკე რიჟვაძის ინიციატივის თანახმად, მთავრობის დაფინანსებით საზღვარგარეთ განათლებამიღებული სტუდენტები სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ და რეგიონის მასშტაბით,  საჯარო სექტორში არანაკლებ 2 წლით დასაქმდნენ.

რეგიონის პირველი პირი მიიჩნევს, რომ  აუცილებელია ახალგაზრდების დასავლური ცოდნა და გამოცდილება ქვეყნისს და რეგიონის გაძლიერებას მოხმარდეს.

სტიპენდიების პროგრამა "სწავლა საზღვარგარეთ" აჭარაში 2014 წლიდან მოქმედებს. პროგრამა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლების დაფინანსებას ითვალისწინებს.

პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად დაახლოებით 30 %-ით იზრდება, შესაბამისად მატულობს სტიპენდიანტთა რაოდენობაც.  დაფინანსებულია  60 სტუდენტი, მათ შორის წელს, კონკურსის წესით, დაფინანსება მოიპოვა 18-მა აპლიკანტმა. პროგრამის ბიუჯეტი 2019 წელს 675 000  ლარია.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics