14:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-26 18:25:34, 4433 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონი: ბრაზილიელებს ალბათ, მათი პრეზიდენტის გამო რცხვენიათ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრაზილიელი კოლეგის ჟაირ ბოლსონარუს მიერ Facebook-ში  გამოქვეყნებული პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც ის მაკრონის მეუღლის გარეგნობის შესახებ ირონიულად საუბრობს. 

მაკრონმა იმედი გამოთქვა, რომ ბრაზილიას მალე ეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც თავისი საქმის გაკეთების უნარი ექნება. 

"მე მგონია, რომ ბრაზილიელ ქალებს შერცხვათ, როდესაც პრეზიდენტის განცხადება წაიკითხეს. მიმაჩნია, რომ ბრაზილიის მოსახლეობას, მათი პრეზიდენტის გამო რცხვენიათ. იქიდან გამომდინარე, რომ ბრაზილიელებს დიდ პატივს ვცემ, იმედი მაქვს, რომ მათ ეყოლებათ პრეზიდენტი, რომელსაც მოქცევა შეუძლია", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. 

ცნობისთვის, Facebook-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა როდრიგუ ანდრეასმა გამოაქვეყნა ორი ფოტო. ფოტოებზე ბოლსონარუ 37 წლის ცოლთან მიშელთან და ემანუელ მაკრონი 66 წლის მეუღლესთან არიან აღბეჭდილები. აღნიშნული ფოტოები ანდრეასმა ასე დაასატაურა : "ახლა ხვდებით, რატომ ერჩის მაკრონი ბოლსანარუს". ბრაზილიის პრეზიდენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ამ პოსტზე კომენტარი დატოვა - "ნუ ამცირებ ადამიანს. LOL". 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics