|
2019-08-16 15:52:12, 909 ნახვა
რეგიონი
გუგუტიანთკარის მცხოვრები: სულს ვღაფავთ - ნაბიჯი არ გადადგა რუსულმა ჩექმამ, რომ არ გამსრისოს
„სულს ვღაფავთ - ნაბიჯი არ გაადადგა რუსულმა ჩექმამ, რომ არ გამსრისოს“, - ამ სიტყვებით სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებმა სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილს მიმართა. ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, მსგავს სიტუაციაში პირველად არ არიან და 2013 წელს მავთულხალართებით მათი სახლი შუაზე გაყვეს. „სულს ვღაფავთ... ნაბიჯი არ გაადადგა რუსულმა ჩექმამ, რომ არ გამსრისოს და ვეღარ ვითმენ, ეს ბოღმები მახრჩობს... სიკვდილი მინდა, მინდოდა დამეჯანჯღარებინა, ან მოვმკვდარიყავი, ესროლათ, იქნებ ამით საქართველო გადარჩეს“, - მიმართა ადგილობრივმა მცხოვრებმა სახელმწიფო მინისტრს. შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. მავთულხლართების გაბმის შედეგად, გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზს იქით რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს. დღეს კი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ჩავიდნენ და ადგილზე იხილეს საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი და შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)