17:20 - 24 May, 2026
|
2015-07-09 10:36:41, 587 ნახვა
საზოგადოება
ბაღდათში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამრღვევი სოფელ წაბლარასხევის ტერიტორიაზე ახდენდა წიფლის ჯიშის სამასალე მორის ტრანსპორტირებას. „სამართალდამრღვევს ჩამოერთვა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. ასევე, დაანგარიშდა გარემოსთვის მიყენებული ზიანი. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)