15:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-09 14:49:33, 1023 ნახვა

კომენტარი
ნიკა გვარამია: წითელი ხაზი უკვე მეორედ გადაკვეთა ივანიშვილმა - ახლა ჩემ პასუხს დაელოდეთ!

„ბიძინა ივანიშვილო! ხო გაგაფარჩაკე 7 წელი, ახლა ბოლომდე მივიყვან და ზუსტად მე ჩავიბარებ შენ კაპიტულაციას“, - ასე გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურის განცხადებას მისთვის ბრალის წარდგენის თაობაზე.

როგორც გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, როდესაც საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში დაიკითხა, არავის უხსენებია ის საკითხი, რის გამოც მას დღეს ბრალი უნდა წარედგინოს.

„აი მთლად ასეთ სამარცხვინობას ნამდვილად არ ველოდი. ვალის ხელშეკრულება მაქვს ინტერმედიასთან და ნატურით გადამიხადეს. სახლი გავყიდე და იქიდან აღებული ფული ვასესხე ინტერმედიას, ხელფასები რომ გაგვესტუმრებინა. ყველა დოკუმენტი  ინტერმედიაშია და ამოღებულია ეგ დოკუმენტები პროკურატურის მიერ. დაკითხვაზე მაინც გეკითხათ რამე ამ საკითხზე. თუ ბრალის საფუძველი იყო, საერთოდ როგორ არ გიხსენებიათ?

ღიად და დაუფარავად: კორუფცია ის თემაა, რომელთან შედარებით, უმძიმესი დანაშაულები მემსუბუქება. ესაა ჩემი წითელი ხაზი და უკვე მეორეჯერ გადაკვეთა ივანიშვილმა.

ხოდა, ახლა ჩემ პასუხს დაელოდეთ. დედას მ***** ბიძინა ივანიშვილო. ხო გაგაფარჩაკე 7 წელი, ახლა ბოლომდე მივიყვან და ზუსტად მე ჩავიბარებ შენ კაპიტულაციას. პირადად. გპირდები“, - წერს გვარამია.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ტელეკომპანიის თანხების მითვისებისა და ქონების გადამალვის ფაქტზე, ბრალი წარედგინება. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით  ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-მა ვერ მიიღო  6 763 510  ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics