|
2019-08-05 13:44:06, 1109 ნახვა
კომენტარი
რატი იონათამიშვილი: ახალი საარჩევნო კოდექსი შშმ პირთათვის მისაწვდომიბის მყარ გარანტიებს შექმნის
"დროებითი წესი, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე დაინერგება, ეტლით მოსარგებლე და მობილურობის შეზღუდვის მქონე ამომრჩეველს მისცემს საშუალებას არჩევნებში მონაწილეობა საკუთარ ოლქში არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანზე მისვლით მიიღონ, რომელიც იქნება ადაპტირებული და შესძლებენ დამოუკიდებელ გადაადგილებას", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა. როგორც იონათამიშვილმა განმარტა, ამისთვის საკმარისი იქნება რომ მოქალაქეებმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 6 დღით ადრე შესაბამის საარჩევნო, ან საოლქო კომისიას მიმართონ. "ჩვენი მიზანია, ყველა კატეგორიის შშმ პირისთვის საარჩევნო გარემო მაქსიმალურად მისაწვდომი გავხადოთ და ეს უფლება კანონით იყოს დაცული. ამ მხრივ, ბოლო წლების მანძილზე მნიშვნელოვანი სიახლეები დაინერგა უსინათლო და მცირემხედველი, სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული, ასევე, ინტელექტუალური შეფერხების მქონე ამომრჩევლისთვის, მთავარ გამოწვევად კი საარჩევნო უბნების ადაპტირება რჩება. შშმ პირებს აქვთ უფლება აირჩიონ და იყვნენ არჩეული, ხოლო თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუვლეყოფა ჩვენი ვალდებულებაა, რომელიც გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის 29-ე მუხლით გვაქვს აღიარებული. ცხადია, ეს დროებითი ნორმა არ არის საარჩევნო უბნების ადაპტირების ალტერნატივა, არამედ მისი შემადგენელი ნაწილი, რადგან ჩვენ გვაქვს ვალდებულება მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც უკვე ხვალ მოგვცემს უსწრაფეს და პოზიტიურ შედეგებს და ამის პარალელურად, მისაწვდიმობის ეროვნული გეგმის ფარგლებში, ადაპტირების პროცესის გაზრდა ნამდვილად იქნება თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და წინ გადადგმული ნაბიჯი", - აღნიშნა დეპუტატმა.
(NS)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)