|
2015-07-08 13:55:53, 575 ნახვა
საზოგადოება
კვირის დოკუმენტი - ჩოხაში გამოწყობილი თავმომწონე მამაკაცი და ჯორზე ამხედრებული ქალბატონი
ეროვნული არქივის კვირის დოკუმენტი უჩვეულო და სახალისო ფოტოს წარმოგიდგენთ. ჩოხაში გამოწყობილი თავმომწონე მამაკაცი და ჯორზე ამხედრებული ქალბატონი კეკლუცად მომარჯვებული ქოლგით საგანგებო ფოტოსესიას ატარებენ. თუმცა ფოტოს მთავარი „ინტრიგა“ მაინც ჯორის უკან ჩანს: ასეთი მომზადებული ფოტოსესიის ფონზე წამოწოლილი ადამიანი სულაც არ დაგიდევთ არც ჯორს, არც სერიოზულ მამაკაცსა და არც ქოლგამომარჯვებულ კოხტა ქალბატონს. ან დუქანში კარგად შეზარხოშდა და საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა, ან სულაც დადგეს ასეთი სცენა. ვინ იცის?! თბილისი, 1870 წელი. ფოტოს ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia. „კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)