|
2015-07-08 13:10:58, 531 ნახვა
საზოგადოება
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015”-ის ცეცხლი მესტიაშია
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 7 ივლისს “თბილისი 2015”-ის ცეცხლი მესტიას ეწვია. ათენის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა ძიუდოში, ნესტორ ხერგიანმა ოლიმპიურ ცეცხლი ქალაქში შეიტანა. ესტაფეტაში მონაწილეობა მიიღეს: მიშა გოშთელიანმა, აფი გიგანმა, ფატი იოსელიანმა და გვანცა ჯაფარიძემ. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მესტიის ცენტრალურ მოედანზე ოლიმპიური ცეცხლი სპეციალურ თასში საზეიმოდ აანთო.
უწყების ინფორმაციით, მესტიის ცენტრალურ მოედანზე ქართველი მომღერლების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა. ოლიმპიური ცეცხლი მესტიაში რამდენიმე დღე დარჩება, შემდეგ კი ესტაფეტა ქობულეთში გაგრძელდება. მიმდინარე წლის 26 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, თბილისში ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის განმავლობაში დედაქალაქს 49 ქვეყნიდან 3800 მონაწილე ესტუმრება. ოლიმპიური ცეცხლის მოგზაურობა, მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)