|
2015-07-07 16:26:06, 664 ნახვა
საზოგადოება
სუპერთასის ბილეთები 12 ივლისს 09:00 საათიდან მიხეილ მესხის სტადიონზე გაიყიდება
უეფა-ს სუპერთასის ბილეთები 12 ივლისს 09:00 საათიდან მიხეილ მესხის სტადიონზე გაიყიდება, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა. "მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა პრობლემები ელექტრობილეთებთან დაკავშირებით. მაშინ ფედერაციამ თავისთავზე აიღო ყველა გადაწყვეტილება, ბილეთების დამზადება, მათი რეალიზება და სხვა. ჩვენ გულშემატკივრებს დავპირდით, რომ აუცილებლად რამდენიმე დღით ადრე შეგატყობინებდით დროს და ადგილს, თუ მოხდება ბილეთების გაყიდვა. დღეს თამამად მინდა გითხრათ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში შსს-სთან, მერიასთან ერთად გავიარეთ ყველა მოთხოვნა, რომელიც ჰქონდა უეფა-ს. დღეს შეგვიძლია გითხრათ, რომ ბილეთები12 ივლისს, კვირას, 09:00 საათიდან მიხეილ მესხის სტადიონზე გაიყიდება ", - განაცხადა სიჭინავამ. ცნობისთვის, უეფა-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისში 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება. "ბარსელონასა" და "სევილიას" დაპირისპირება 22:45 საათზე დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)