|
2015-07-07 15:28:19, 591 ნახვა
საზოგადოება
NATO-ს სამეკავშირეო ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის პროექტის განხილვა შედგა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და სამინისტროს წარმომადგენლები ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის განხილვა გაიმართა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე ფუნქციების გამიჯვნის, ანგარიშვალდებულების და კონტროლის მექანიზმების, კოორდინაციის, ანალიტიკური ფუნქციების შემდგომი გაძლიერებისა და სხვა საკითხები განიხილეს. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასმულ კითხვებსა და შენიშვნებზე იმსჯელეს. საპარლამენტო განხილვების პარალელურად მსგავსი ტიპის შეხვედრები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მთავრობის მზაობას, ითანამშრომლოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. არჩილ თალაკვაძემ დაასახელა არაერთი რეკომენდაცია და შენიშნა, რომელიც რეფორმის პროექტის მომზადების და განხილვის პროცესში ხელისუფლებამ გაიზიარა და გაითვალისწინა. შეხვედრას ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი ესწრებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროდან შეხვედრას იურიდიული სამმართველოს ხელმძღვანელი ზვიად ოქროპირიძე, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)