|
2019-07-26 20:31:03, 3773 ნახვა
კომენტარი
პროკურორი - ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალათ - ვიდეო
„სასამართლომ გაიზიარა ჩვენი შუამდგომლობა, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ სწორედ ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ჩაიდინეს მათ მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება“, - ამის შესახებ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა. პროკურორმა აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ შეუფარდა სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით არა 1 მილიონი, არამედ 700 000 ლარი. „სასამართლომ გაითვალისწინა ჩვენი მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ბრალდებულებს,- მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აეკრძალათ საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს შეტყობინებისა და ნებართვის გარეშე. სასამართლომ გაიზიარა, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ სწორედ ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ჩაიდინეს მათ მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება, კერძოდ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებულად დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება. რაც შეეხება გირაოს შუამდგომლობას, სასამართლომ ნაწილობრივ გაითვალისწინა ჩვენი შუამდგომლობა გირაოს შეფარდების თაობაზე, მილიონის ნაცვლად შეეფარდათ 700 000 ლარი. თუ რას ეფუძნება სასამართლოს ეს მიდგომა, ჩვენთვის ამჯერად უცნობია, ვინაიდან განჩინების დასაბუთებული ნაწილი არ გადმოგვცემია. როდესაც გადმოგვეცემა განჩინება და გავეცნობით, მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრების თაობაზე“, - განაცხადა პროკურორმა. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ვინ არის ამ საქმეში დაზარალებული, პროკურორი აცხადებს, რომ ეს „თიბისი ბანკია“.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)