|
2015-07-07 13:30:13, 844 ნახვა
ეკონომიკა
კახა კალაძე: ლარის დევალვაციამ ენერგეტიკის დარგს სერიოზული დარტყმა მიაყენა
„ლარის დევალვაციამ ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა ენერგეტიკის დარგს“,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისსიის მიერ ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვის საკითხის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, კომისიის გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის უახლოეს ხანებში ცნობილი იქნება. „ტარიფებზე მუშაობს მარეგულირებელი კომისია და ალბათ ტარიფები უახლოეს მომავალში დათვლილი და ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის. არაერთხელ განმიცხადებია, რომ ლარის დევალვაციამ ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა ენერგეტიკის დარგს და შესაბამისად კომპანიები, თბოსადგურები ძალიან დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი ძალიან დიდია, ასევე ძალიან დიდი წილია გაზისა, რომელიც მუშავდება თბოელექტროსადგურებში და ვიღებთ ელექტროენერგიას", - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)