|
2019-07-23 17:27:03, 2304 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, კონფერენცია „კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები“ ჩატარდა
საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაციის ორგანიზებით, XVIII პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია: „კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები“ ჩატარდა. კონფერენცია აკრედიტებულია თსსუ-ს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ და მასში მონაწილე ექიმებზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი და კრედიტ-ქულები. კონფერენციის მიზანია ქვეყანაში კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სპეციალობებსა და სუბსპეციალობებში საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების დამკვიდრების ხელშეწყობა და სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის თემატიკა მოიცავს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორებში (ICD10; ICPC2) შემავალ სიმპტომებს, სინდრომებს და ნოზოლოგიებს, ასევე, ლაბორატორიული მედიცინის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ფარმაციის იმ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია პრაქტიკული მედიცინისთვის. კონფერენციის ფარგლებში აჭარის ავტნომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ, ენდოკრინოლოგს, დიაბეტოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, პროფესორ - რამაზ ყურაშვილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის დაავადებათა მკურნალობისა და პრევენციის, ასევე სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში შეტანილი წვლილისათვის სიგელი გადასცა.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)