|
2019-07-23 13:24:34, 1174 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: დროებითი ზომის შესახებ სტრასბურგის გადაწყვეტილება არ საჩივრდება - გვარამიას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს
„ნიკა გვარამიას შეცდომაში შეჰყავს მედია და საზოგადოება, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ზომის შესახებ, არ საჩივრდება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს კონვენციების ნაწილში გასაჩივრების უფლება აქვთ, ეს „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაფორმების ხელისშემშლელი ფაქტორი ვერ გახდებოდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორ ნიკა გვარამიას შეცდომაში შეჰყავს მედია და საზოგადოება, ვინაიდან წესი და კანონმდებლობა ცალსახად განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, დროებითი ზომის შესახებ, არ საჩივრდება. შესაბამისად, მასზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე ის არის ძალაში. გახსოვთ, ადრე, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, როდესაც ეს დროებითი ზომა მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, იმ იმწუთასვე გახდა შესრულების საგანი და მისი გასაჩივრება არ მომხდარა. შესაბამისად, მისი გასაჩივრება არ მოხდება და არ ხდება ახლაც. რაც შეეხება კონვენციურ უფლებებს, ამას არანაირი გადაწყვეტილების ჩამოსვლა, როგორც მან თქვა, არ სჭირდება სტრასბურგიდან. იმთავითვე ცნობილი იყო, რომ კონვენციური უფლებების ნაწილში გასაჩივრების უფლება აქვთ მხარეებს, მაგრამ ეს არანაირად არ უკავშირდება იმ ტრანზაქციებსა და გადაწყვეტილებებს, რომელიც სახელმწიფომ ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაატარა. ჩემთვის პირადად შემაშფოთებელი იყო ის, რომ ყოფილმა დირექტორმა გვარამიამ თქვა, რომ რუსთავი 2 და მედია მის ხელში იყო იარაღი. მოგეხსენებათ, რომ ის იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივისტი და პოლიტიკური პარტიის წევრი და, შესაბამისად, შემაშფოთებელია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ მედია და ჟურნალისტები პარტიის ხელში იყო იარაღი. მე ვფიქრობ ამას ჟურნალისტების და საზოგადოების მხრიდან სათანადო შეფასებები სჭირდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)