|
2019-07-08 19:21:54, 1403 ნახვა
კომენტარი
მოშიმშილე: 12 დღის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის არცერთი წარმომადგენელი არ მოსულა
პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქციის "სირცხვილია" ფარგლებში მოშიმშილე ვახტანგ სიხარულიძე, რომელიც უკვე მე-12 დღეა შიმშილობს, აცხადებს, რომ მისი, როგორც მოშიმშილის უფლებები ირღვევა. მისი თქმით, 12 დღის განმავლობაში ის სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს ერთხელაც არ მოუნახულებია. „ადამიანი, რომელიც აცხადებს შიმშილობას ნებისმიერი მიზეზით, თუ ის ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებების კონვენციების უერთდება, 24 საათის ვადაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა უნდა მოინახულოს და მიიღოს მისგან ინფორმაცია თუ რატომ და რის გამო შიმშილობს, ეს მისი ვალდებულებაა. მე უკვე მეთორმეტე დღეა ვშიმშილობ და ჩემთან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი არ ყოფილა. არც წითელი ჯვრის წარმომადგენელი არ ყოფილა. როცა ადამიანი შიმშილობს, მას დიაგნოზის სპეციფიკური კოდი უნდა მიენიჭოს, არც ამ დიაგნოზს სვამენ",- აცხადებს მოშიმშილე. გარდა ამისა, ვახტანგ სიხარულიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს ბრალს ტენდენციურობაში და პროტესტის უკიდურესი ფორმის აბუჩად აგდებაში სდებს. მისი თქმით, სისხლში ინსულინის დონის გადასამოწმებლად დღეს მასთან ბრიგადა არ მოსულა და სასწრაფოს გამოძახება მისი ოჯახის წევრებს თავად მოუწიათ. „მოდიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების წარმომადგენლები და როდესაც მე ვამბობ, რომ ვშიმშილობ და არ ვიღებ საკვებს, ჩემს ჯანმრთელობას ვავნებ პროტესტის გამო, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის მშვიდობიანი ფორმა, ექიმები მთავაზობენ გლუკოზას. ზოგი თვალს ჩამიკრავს და მეუბნება ჩუმად გაგიკეთებ გლუკოზას და ვერავინ გაიგებსო ზოგმა ისიც თქვა "შიმშილობ არა ის, მაგდენი შაქარი მეც კი მაქვს დილით, უზმოზეო". სასწრაფო დახმარების ექიმები ძალიან ტენდენციურები არიან კონკრეტულად ჩემ მიმართ. გუშინ რომ გავაზომინე შაქარი, დღეს დილითაც უნდა გადაემოწმებინათ და დღეს დილით საერთოდ არ იყო ბრიგადა აქ. ამხელა თავყრილობისას ისედაც უნდა იდგეს ბრიგადა, არათუ მოშიმშილეებთან. დღეს სასწრაფო ჩემმა სიძემ გამოიძახა, თუ გინდათ შეამოწმეთ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან რა ნომრიდან შევიდა ზარი", - განაცხადა მოშიმშილემ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)