17:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 11:33:19, 1674 ნახვა

კომენტარი
კალაშნიკოვი: პუტინის მიმართ ქართველი ჟურნალისტის ხულიგნურ საქციელს არ უნდა ვუპასუხოთ, მის დონეზე არ დავეშვათ

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის წევრი სერგეი კალაშნიკოვი, "რუსთავი 2"-ის წამყვანის გიორგი გაბუნის გუშინდელ ეთერს გამოეხმაურა, რომელშიც ჟურნალისტმა კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს უცენზურო ლექსიკით მიმართა.

კალაშნიკოვმა გაბუნიას საქციელი ხულიგნობას შეადარა და აღნიშნა, რომ რუსეთს ამაზე რეაგირება არ უნდა ჰქონდეს. 

"ჩვენმა სახელმწიფომ ჟურნალისტის ამ ხულიგნურ საქციელს არ უნდა უპასუხოს. მის მიმართ რაღაც ზომების განხილვა საჭირო არ არის. რეაგირება მის დონეზე დაშვებას ნიშნავს. ჩვენ ცოტა მტკივნეულად ვრეაგირებთ იმაზე, რომ ვიღაცამ ჩვენ ალმაცერად გადმოგვხედა, ან რომ ვიღაც იგინება. ეს მხოლოდ ამ პირების უკულტურობაზე მიანიშნებს. მაგრამ ამის გამო მთვარე დედამიწას არ დასცემია“, - განაცხადა სერგეი კალაშნიკოვმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics