|
2019-07-06 14:35:31, 1566 ნახვა
რეგიონი
აჭარის შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს ყაზახი ჟურნალისტები ამზადებენ
ყაზახი ჟურნალისტები აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებს, რეპორტაჟებსა და ბლოგებს ამზადებენ. მედიატურის ფარგლებში ისინი რეგიონში მოგზაურობენ და აჭარის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაოებებს, პროდუქტებსა და ინფრასტრუქტურას ეცნობიან. მათ უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ადგილები, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, ქედის ტურისტული ღირსშესანიშნაოებები და ღვინის მარნები. ყაზახი ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ორგანიზებით სტუმრობენ. აჭარის გარდა ისინი მცხეთასა და თბილისსაც სტუმრობდნენ. ყაზახეთი აჭარისთვის მნიშვნელოვანი სამიზნე ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია წლებია მიმდინარეობს. მზარდია აჭარაში ყაზახეთიდან განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობაც, რაც 6 თვის მონაცემებით 59.28%-იან ზრდას ითვალისწინებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების რეკლამირების მიზნით წელს 25 პრეს-ინფოტურს უმასპინძლა და წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 40-მდე გაიზრდება. შესაბამისად, გაიზრდება სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ მედიასაშუალებებში აჭარის შესახებ გამოქვეყნებული სტატიების, რეპორტაჟებისა და ბლოგების რაოდენობაც.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)