|
2019-06-28 17:57:31, 1894 ნახვა
კომენტარი
გახარია: კობახიძე მმართველ გუნდს გადაეფარა, თუმცა სიტუაციის დეესკალაცია ვერ შეძლო
"ირაკლი კობახიძე გუნდს გადაეფარა, თუმცა სიტუაციის დეესკალაცია ვერ შეძლო. წასვლა ძალიან მარტივია, მაგრამ მინდა გაითვალისწინოთ - პოლიციას, როგორც ინსტიტუტს კანონი არ დაურღვევია", - ასე უპასუხა შს მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, თუ რატომ არ იღებს შს მინისტრი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას 20 ივნისის აქციის დაშლაზე, თუკი ირაკლი კობახიძე გავრილოვის ვიზიტის გამო გადადგა. „ასე ვთქვათ : ბატონმა ირაკლი კობახიძემ გადადგა ღირსეული ნაბიჯი და ეს ღირსეული ნაბიჯი მოჰყვა კონკრეტულ ქმედებებს. ჩვენ გვახსოვს როგორ დაიწყო ეს ყველაფერი: როდესაც რუსი დეპუტატი აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში და მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძეს ამ კონკრეტულ ქმედებაში არანაირი ფუნქცია არ ჰქონდა, და ის საერთოდ ქვეყანაში არ იმყოფებოდა, ამ ადამიანმა გადადგა ღირსეული ნაბიჯი. ფაქტობრივად ეს ადამიანი გადაეფარა გუნდს. ის პოლიტიკური ესკალაცია და ის რისკები, რაც შემდგომ შეიქმნა, მან აბსოლუტურად სწორად შეაფასა და გადაგა ღირსეული ნაბიჯი. სამწუხაროა, რომ ამ ნაბიჯმა სიტუაციის დეესკალაცია ვერ შეძლო, რადგან კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალებმა სულ სხვა განზომილებაში გადაიტანეს ის ქმედება, რაც განხორციელდა საქართველოს პარლამენტში. რაც შემეხება მე- წასვლა პრობლემა არ არის , ეს ყველაზე მარტივია. ჩემს შემთხვევაში მინდა, რომ ხაზი გავუსვა: მშვიდობიანი აქციის სტანდარტს ნუ უყენებთ იმას, რაც 20 ივნისს სამწუხაროდ მოხდა თბილისში. ეს აქცია მშვიდობიანი 10 საათამდე იყო. 10 საათის შემდეგ, ამ აქციამ მიიღო აბსოლუტურად ძალადობრივი ხასიათი, კონკრეტული შტურმები განხორციელდა პოლიციაზე და პარლამენტზე. პოლიცია ვალდებული იყო ემოქმედა. არ შეიძლება, რომ ამაში უწყება, სამინისტრო, პოლიცია, როგორც ინსტიტუტი დავადანაშაულოთ. მათ კანონი არ დაურღვევიათ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)