|
2019-06-28 13:14:23, 1464 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი ე.წ. საზღვრის ჩაკეტვაზე: შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ჩართული ვართ, რათა უკანონო შეზღუდვა მალე მოიხსნას
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მიერ დე-ფაქტო საზღვის ჩაკეტვას ეხმაურება. ციხელაშვილმა წუხილი გამოთქვა იმ აბიტურიენტების გამო, რომლებიც ეროვნული გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ და იმედი გამოთქვა, რომ შეზღუდვები ფორმალური თუ არაფორმალური კომუნიკაციის შედეგად მალე მოიხსნება. „ჩემთვის ახლა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ ადამიანების ინტერესებზე ზრუნვა, რომლებიც ამ უკანონო შეზღუდვით ყველაზე მეტად ზარალდებიან. შესაბამისად ძალიან ინტენსიურ რეჟიმში სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ჩართული ვართ იმაში, რომ უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას. ჩვენ უკვე გუშინდელი დღიდან გვაქვს კომუნიკაცია ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხით, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მეშვეობით. ამ საკითხთან დაკავშირებით მე ვიცი, რომ მძიმე გამოწვევა და წუხილი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს, უკავშირდება ახლგაზრდების გადაადგილებას, მათ მონაწილეობას ეროვნულ გამოცდებში. ჩვენ ახლა განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ იმ სქემაზე, რომ არ ჰქონდეთ შეფერხება გალელ სტუდენტებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს სასწავლებლებში წვდომაზე და მინდა დავაიმედო მოსახლეობა და დავარწმუნო იმაში, რომ ნამდვილად ჩვენი ყველა ნაბიჯი ახლაც და შემდგომ, იქნება განსაზღვურული მათი ინტერესების მიხედვით და მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ მათ. პოლიტიკურ შეფასებებს გავაკეთებთ ცოტა მოგვიანებით. ახლა ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ მოსახლეობის ინტერესები არ დაზარალდეს და ვცადოთ ყველაფერი, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში გაუქმდეს უკანონო შეზღუდვა“, - თქვა ქეთევან ციხელაშვილმა, რომლის კომენტარსაც სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)