|
2015-07-03 13:12:19, 773 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, 6 თვის მაჩვენებლით, 2015 ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა. როგორც მან, მთვრობის სხდომაზე აღნიშნა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 252 მილიონიანი გადაჭარბებით შესრულდა. "ნომინალში ამ თანხამ შეადგინა 4 მილიარდ 787 მილიონი. გადაჭარბების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 5.9%-ს... ძალიან მაღალი შესრულების მაჩვენებელია წინა წლებთან შედარებით, 6 თვის მაჩვენებელზე მაქვს საუბარი. საგადასახადო შემოსავლები სახელმწუფო ბიუჯეტში გადაჭარბებულია 80 მილიონი ლარით, 76.9 მილიონი ლარით. პრიცენტულად 2%-ზე მეტს შეადგენს 6 თვის მაჩვენებლებით. წლიურ გეგმასთან მიმართებაში 47% არის", - აღნიშნა ყავლაშვილმა. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, ყავლაშვილის თქმით, წინა წლების მაჩვენებლებს, 3%-ით აღემატება. "ხარჯვითი ნაწილი შესრულებული იყო 96%-ით, წლიური მაჩვენებლის 46%. ესეც წინა 3 წელთან შედარებით დაახლოებით 3 %-ით აღემატება წინა წლების პროცენტულ მაჩვენებლებს",-განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)